მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლუკა ერნანდესის ტრანსფერი შეაფასა.
"ლუკა ერნანდესის შეძენით ყველანი მოხარულები ვართ - ის მშნივერი ახალგაზრდა მოთამაშეა, მსოფლიო ჩემპიონი კარგი მენტალიტეტით, რომელიც გუნდს აუცილებლად გააძლიერებს.
დღეს მას ოპერაცია ჩაუტარდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. "ატლეტიკოს" მოველაპარაკეთ, რომ ის რეაბილიტაციას მიუნხენში გაივლის.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ის ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველი ტურისთვის მზად იქნება", - განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.
23 წლის უნივერსალური ფრანგი მცველი "რეკორდმაისტერმა" "ატლეტიკოდან", 80 მილიონ ევროდ დაიმატა.
ლუკას მუხლის ჯვარედინა იოგები ჰქონდა დაზიანებული, ამიტომ დღეს ოპერაცია გაიკეთა და ზაფხულისთვის მზად უნდა იყოს.