ბოლო დროს ესპანელ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას, სულ უფრო და უფრო ხშირად უკავშირებენ იურგებ კლოპის “ლივერპულს”.
პრემიერ ლიგის ჩემპიონებს 29 წლის ნახევარმცველი უკვე დიდი ხანია მიზანში ყავთ და ამ ზაფხულს ისინი მის გაფორებას შეეცდებიან.
თუ ჩვენ გავლენიან გამოცემა “Sportbild”ს დავუჯერებთ, “ბაიერნი” მზადაა 30 მილიონად შეელიოს ესპანელს და მას უფლება მისცეს გუნდი დატოვოს და ინგლისში გადაბარგდეს.
შეგახსენებთ რომ, ტიაგო მიუნხენში 2013 წელს გადმობარგდა და მის შემდეგ 200ზე მეტი მატჩი ჩაატარა წითელ მაისურში სადაც მან 26 გოლისა და 32 საგოლის გაკეთება მოახერხა.