დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" პორტუგალიაში მორიგი ვარჯიში გამოტოვა. სამწუხაროდ, დღეს სხვებთან ერთად არ ყოფილა ალფონსო დეივისი, რომელიც თანაგუნდელებს სკამიდან ადევნებდა თვალს.
"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის განცხადებით, კანადელმა მარცხენა მცველმა გუშინ დისკომფორტი იგრძნო.
"გუშინდელ ვარჯიშში ფონზიმ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და გადავწყვიტეთ, რომ მდგომარეობა არ გაგვეუარესებინა. დაკვირვებას ვაწარმოებთ და დიდი ალბათობით, ის პარასკევს თამაშს მოახერხებს." - აცხადებს ფლიკი.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება პარასკევს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.