"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი აქვს.
საუბარია იმ 9 მოთამაშედან ერთ-ერთზე, რომლებმაც სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარეს.
ფრანსიშკუ ტრინკაუ, რაფინია ალკანტარა, ორიოლ ბუსკეტსი, ჟან კლერ ტოდიბო, პედრი გონსალესი, კარლეს ალენია, მუსა ვაგე, ხუან მირანდა, მატეუშ ფერნანდეში - ამ ცხრიდან ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულია.
მათ ძირითადი გუნდის სხვა ფეხბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონიათ და ისინი ლისაბონში შეუფერხებლად გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება პარასკევს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.