მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ერნანდესი, რომელიც მიუნხენურ გრანდს ზაფხულიდან შეუერთდება, გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.
გერმანული პრესის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნში" 23 წლის ფრანგის ყოველწლიური ანაზღაურება, გადასახადების ჩათვლით, 17 მილიონი ევრო იქნება.
ლუკა ერნანდესი რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდება და "რეკორდმაისტერის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები სწორედ ფრანგი და პოლონელი ლეგიონერები იქნებიან.
ლუკა ერნანდესის ტრანსფერი 80 მილიონ ევროდ "ბაიერნმა" გუშინ ოფიციალურად დაადასტურა.
ამხელა ანაზღაურება მიუნხენურმა კლუბმა ლუკას იმისათვის შესთავაზა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" წინადადებები გადაეფარა.