მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ალფონსო დეივისმა ოთხშაბათის ვარჯიში მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვა. არსებობდა შანსი იმისა, რომ კანადელს "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ეთამაშა, თუმცა როგორც ჩანს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის განცხადებით, გუნდის სრული შემადგენლობა "ბლაუგრანას" წინააღმდეგ სათამაშოდ 100%-ით მზადაა.
"ყველა ის მოთამაშე, რომელიც ახლა გუნდთან ერთადაა სათამაშოდ სრულიად მზადაა. მათ შორის არიან ალფონსო დეივისიც და კინგსლი კომანიც." - აცხადებს ფლიკი.
როგორც ცნობილია, დეივისმა ხუთშაბათის სესიაზე სრული დატვირთით შეძლო ვარჯიში და მას დისკომფორტი აღარ აწუხებს.