სულ რაღაც რამოდენიმე საათი დარჩა დაპირისპირებამდე, რომელსაც მთელი ფეხბურთი ელოდება. დღეს, თბილისის დროით 23 საათზე “რეკორდმაისტერი” “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
ამ თამაშზე ისაუბრა, ყოფილმა “ბაიერნის” ფეხბურთელმა, ჩილელმა არტურო ვიდალმა, რომელიც 2018/2019 წლებში გადაბარგდა კატალონიაში.
“ “ბაიერნს” ძალიან მაგარი სეზონი აქვს, მათ მოიგეს ბუნდესლიგა და გერმანიის თასი,მაგრამ ჩვენ “ბარსელონა” ვართ, ჩვენ ხვალ გავიმარჯვებთ, თუ ვიზამთ იმას რაც საჭიროა, რადგან ხვალ “რეკორდმაისტერი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ეთამაშება.”
ჩილელმა ასევე ისაუბრა ერთ მატჩიან რაუნდებზე და თქვა, რომ მას ეს ფორმატი ძალიან მოსწონს და, მისი აზრით, ერთ თამაშიანი რაუნდები ფეხბურთს უფრო საინტერესოს ხდის.