მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ალფონსო დეივისის გუშინდელ თამაშზე ემოციური კომენტარი გააკეთა.
"სიტყვებით შეუძლებელია იმის აღწერა, რაც დეივისმა გააკეთა - ეს აკრძალული უნდა იყოს. ეს ნამდვილად შეურაცხმყოფელია - სემედუ რომ ვიყო, ინსტაგრამს მცირე ხნით საერთოდ გავაუქმებდი."
"ალფონსო ამჟამად საუკეთესო შემტევი ფლანგის მცველია მსოფლიოში. ფულბეკი, რომელიც შეტევაში ასე ერთვება და ქმნის მომენტს, ეს არის ნამდვილი გახსნილი ფეხბურთის გამოხატულება." - აცხადებს რიო.