გუშინდელი მატჩი, ალბათ, არავის არ დაავიწყდება. 8-2, მიუნხენელებმა სწორედ ამ ანგარიშით შეძლეს ნახევარ ფინალური საგზურის მოპოვება და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “ბარსელონა” მიწასთან გაასწორეს.
ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ ტომას მიულერი დასახელდა, რომელმაც გუშინდელ მატჩში დუბლი შეისრულა.
"მადლობა ამ წოდებისთვის, მაგრამ მას ყველა იმსახურებდა ვინც გუშინ “ბაიერნის” მაისურით თამაშობდა."
"ნამდვილად ძალიან მაგარი შეგრძნებაა როცა ასეთი ანგარიშით იგებ, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია, ჩვენ ლისაბონში მოსაგებად ჩამოვედით და არ ვაპირებთ წავაგოთ რომელიმე თამაში" - განაცხადა 30 წლის ნახევარმცველმა