ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამ სეზონში “ბაიერნში” იჯარის წესით გადმოვიდა, მაქსიმუმ ორი თამაშის შემდეგ მიუნხენურ კლუბს დატოვებს და კატალონიაში დაბრუნდება.
შეგახსენებთ რომ, სამწუხაროდ ბრაზილიელმა ვერ გაამრთლა იმედები, რისგამოც “რეკორდმაისტერი” არ აპირებს მის ყიდვას.
ბოლო დროს მის შეძენას სულ უფრო და უფრო უახლოვდება “არსენალი”. ლონდონულმა კლუბმა უკვე პირველი შეთავაზებაც გააკეთა.
“მეთოფეებს” სურთ, რომ 28 წლის ბრაზილიელი ერთ წლიანი იჯარით გადმოვიდეს და შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა ის სრულიად შეისყიდონ.