19 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ლიონის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე ორი დღით ადრე UEFA-მ მთავარი არბიტრის ვინაობა გაამხილა. შეხვედრას ესპანელი სპეციალისტი, მატეო ლაოსი განსჯის.
43 წლის მსაჯს აქამდე "ბაიერნის" სამი თამაში აქვს წაყვანილი და ორ შემთხვევაში კლუბმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა. გუნდმა "ბენფიკა" და "პლზენი" 0:2 და 1:0 დაამარცხა, "პსჟსთან" კი 3:0 მარცხი იწვნია.