ევროპულმა გამოცემებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა გამოტოვოს.
მოგეხსენებათ, პარიზელებმა 1/2 ფინალში "ლაიფციგის" ბარიერი დაძლიეს და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. თამაშის დასრულების შემდეგ კი ბრაზილიელმა ვინგერმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა.
გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, კორონავირუსის დაავადებისგან თავის არიდების მიზნით, მსგავსი ქმედება UEFA-ს წესების მიხედვით აკრძალული და დასჯადია.
ჯერ-ჯერობით ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არცერთი მხარისგან არ გაკეთებულა.