BILD 4 მიზეზი რის გამოც ბაიერნი მესის არ შეიძენს

BILD 4 მიზეზი რის გამოც ბაიერნი მესის არ შეიძენს

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლიონელ მესი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. არგენტინელ ლეგენდას არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, თუმცა, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნი" არ მოიაზრება.

ავტორიტეტულმა გამოცემა Bild-მა ის 4 მთავარი მიზეზი ჩამოწერა, რის გამოც "რეკორდმაისტერი" ლეო მესის არ დაიმატებს.

პირველ რიგში სახელფასო სტრუქტურა გახლავთ. მოგეხსენებათ, მესი ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და "ბარსაში" ხელფასის სახით კოლოსალურ თანხას იღებს, რაც 40 მილიონ ევროს აჭარბებს.

კიდევ ერთი მიზეზი ასევე ფინანსებს უკავშირდება. კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა "ბაიერნს" დარტყმა მიაყენა, რის გამოც კლუბი მესის სანაცვლოდ გადასახდელ ფასს ნამდვილად ვერ გაწვდება.

გარდა ამისა, ჰანს ფლიკი იმ პოზიციაზე, სადაც ლეო თამაშობს თომას მიულერს განიხილავს და გამოცემის აზრით, მას არ სჭირდება ახალი ფეხბურთელები.

და ბოლოს, "ბაიერნისთვის" გუნდური ერთიანობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი გამოკვეთილი ლიდერის, სუპერვარსკვლავის არსებობა. მესის გადმოყვანის შემთხვევაში კი არსებობს საშიშროება იმისა, რომ გუნდურობა დაირღვეს.


27-08-2020, 01:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 42 7 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0