მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნში" დიდი რევოლუცია იგეგმება და გუნდის დატოვება კიდევ ერთ გამოცდილ წამყვან ფიგურას და მსოფლიო ჩემპიონს მოუწევს.
ჟერომ ბოატენგთან ერთად ზაფხულში კლუბს მატს ჰუმელსიც დატოვებს - დორტმუნდის "ბორუსიას" ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა.
30 წლის გერმანელი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნს" 2016 წელს სწორედ დორტმუნდის "ბორუსიადან" დაუბრუნდა, "ყვითლებთან" 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჰუმელსი დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას 8 წელი იცავდა (2008-2016).
აგრეთვე გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს პირველი აპრილია...