ტიაგო ალკანტარას მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. "ბაიერნის" პრეზიდენტთა საბჭოს წევრის, ჰერბერტ ჰაინერის განცხადებით, ესპანელი კლუბს უფასოდ არ დატოვებს.
"ტიაგო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და რა თქმა უნდა, ჩვენ მას უფასოდ არ შეველევით." - აცხადებს ჰაინერი.
პრეზიდენტის ეს განცხადება ნიშნავს, რომ "ბაიერნს" ტიაგოს გაყიდვა უკვე სრულიად გადაწყვეტილი აქვს და მას სეზონის დასრულებამდე არ დაიტოვებენ.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ცნობით, მიუნხენელები 29 წლის ნახევარმცველს 30 მილიონ ევროდ შეელევიან.