დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" თითქმის სრული შემადგენლობით 2020/21 წლების სეზონისთვის მომზადება განაახლა. აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერის" ვარჯიშს ტიაგო ალკანტარაც დაესწრო.
ევროპულ პრესაში იწერებოდა, რომ 29 წლის ნახევარმცველი კვირის ბოლომდე შვებულებაში იქნებოდა და ესპანეთში დარჩებოდა. ამის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, გეზს ლივერპულისკენ აიღებდა და ახალ კლუბში გადაბარგდებოდა.
თუმცა, როგორც ხედავთ ჭორები არ გამართლდა. ტიაგოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი იზრდება ალბათობა იმისა, რომ ფეხბურთელი "ბაიერნში" დარჩება და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.