როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 32 წლის მოთამაშეს გუშინდელი ვარჯიშის დროს დიალოგი ჰქონდა ლუკას ერნანდესთან და ტიაგო ალკანტარასთან, რა დროსაც მათ განუცხადა, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" რიგებში მისთვის ნომერი გამზადებულია.
ამჟამად ბასკების რიგებში ერთადერთი თავისუფალი ნომერი 2-ია და როგორც ჩანს, ხავი მარტინესი კლუბში გადაბარგების შემდეგ სწორედ აღნიშნულ მაისურს მოირგებს.