მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დაასახელა მოთამაშე, რომლის ტრანსფერზეც დიდი ხანი არ იფიქრებდა.
"მბაპეს მომენტალურად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, შევიძენდი. ის დიდებული მოთამაშეა.
თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ საკმარისი თანხა არ გვაქვს", - განაცხადა ული ჰიონესმა.
"რეკორდმაისტერი" ახალი სეზონისთვის დიდ ცვლილებებსა და შემადგენლობის სრულიად განახლებას გეგმავს.
20 წლის ფრანგი ვარსკვლავი "პსჟ-ს" ღირსებას იცავს და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ გირვანქას შეადგენს.