მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალურმა უკანა ხაზელმა, იოზუა კიმიხმა, აღიარა, რომ კარლო ანჩელოტის პერიოდში რთული მდგომარეობა ჰქონდა.
"სიმართლე გითხრათ, იყო დრო, როდესაც საკუთარ მომავალს მიუნხენის "ბაიერნში" ვეღარ ვხედავდი.
არ ვიყავი ბედნიერი, როდესაც შესაბამის სათამაშო პრაქტიკას ვერ ვიღებდი და ეჭვი შემეპარა, რომ "ბაიერნი" ერთადერთი კლუბია, რომელშიც უნდა ვთამაშობდე", - განაცხადა კიმიხმა.
24 წლის გერმანელი "ბაიერნს" 2015 წელს შეუერთდა და 2016/17 წლების სეზონში ჯერ კიდევ სათადარიგო მოთამაშე იყო.
თუმცა ლეგენდარული ფილიპ ლამის წასვლის შემდეგ კიმიხმა "ბაიერნის" ძირითადი მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავა.
იო უკვე მეორე სეზონია გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და საუკეთესო ასისტენტია.