მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ნიკო კოვაჩის პოტენციურ შემცვლელად ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცს, ანტონიო კონტესაც, განიხილავს.
ცნობილი იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იტყობინება, რომ გერმანული გრანდის ბოსები მზად არიან იტალიელ სპეციალისტს დაუთმონ პოსტი.
თავისმხრივ, თავად ანტონიოსთვის "ბაიერნის" შეთავაზება გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე მილანის "ინტერისა" და "რომას", ვინაიდან მას კონკურენტუნარიანი გუნდის გაწვრთნა სურს.
49 წლის ანტონიო კონტემ ბოლოს, 2016-18 წლებში, ლონდონის "ჩელსის" უხელმძღვანელა და "არისტოკრატებს" პრემიერ ლიგა და ასოციაციი თასი მოაგებინა.
ამ სეზონში კონტემ შესვენება აიღო და სამწვრთნელო საქმიანობას ზაფხულში დაუბრუნდება.