მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის "აიაქსის" დაუჯერებელი წარმატება შეაფასა.
"ჩვენ "აიაქსის" შესაძლებლობები სწორად შევაფასეთ, როდესაც მათ წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ.
ეს ნიჭიერი გუნდია ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების სწორი ბალანსით.
ტაქტიკა ერთია, ხოლო გულითა და გრძნობით თამაში - მეორე. "აიაქსი" სწორედ გულითა და გრძნობით თამაშობს, მათ ნახევარფინალი დაიმსახურეს", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
ჰოლანდიურ კლუბთან "რეკორდმაისტერმა" ჯგუფში ორივე მატჩი ფრედ დაასრულა: 1:1 მიუნხენში და 3:3 ამსტერდამში.
"აიაქსმა" 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" (1:2, 4:1), ხოლო 1/4 ფინალში ტურინის "იუვენტუსი" (1:1, 2:1) დაამარცხა და 1/2 ფინალურ ეტაპზე ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.