"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული სამიზნე დაასახელა.
ბრიტანული გამოცემა "Daily Star" იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელი თავკაცი მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველით, ნიკლას ზიულეთ, მოხიბლულია.
მანკუნიანელები მზად არიან 23 წლის გერმანელის სანაცვლოდ 40 მილიონი გირვანქა-სტერლინგი გადაიხადონ.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული მოთამაშე დუგლას კოშტაა, რომელიც "იუვენტუსმა" 36 მილიონ გირვანქად დაიმატა.
მიუნხენის "ბაიერნმა" ნიკლას ზიულე 2017 წლის ზაფხულში "ჰოფენჰაიმიდან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა და მიმდინარე სეზონში ზიულემ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.
ზიულემ ამ სეზონში სულ 37 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთიც გაიტანა.