მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მცველმა, ბენჟამენ პავარმა, "რეკორდმაისტერში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
"ბაიერნმა" მხოლოდ მსოფლიო თასზე არგენტინის ნაკრებთან გატანილი გოლის გამო არ დამიმატა. ვფიქრობ, ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ.
ტექნიკურადაც ძლიერი ვარ, ხოლო მიუნხენის "ბაიერნისთვის" უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია", - განმარტა 23 წლის ფრანგმა.
მიუნხენელებმა მსოფლიო ჩემპიონი პავარი ახალი სეზონისთვის 37 მილიონ ევროდ "შტუტგარტიდან" უკვე გაიფორმეს.