დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, ლუსიენ ფავრი, ბრემენის "ვერდერისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრაში დანიშნულ პენალტს გამოეხმაურა.
გერმანიის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში "რეკორდმაისტერს" გაუჭირდა და 2:2-ზე კინგსლი კომანი საეჭვო ვითარებაში წაიქცა მეტოქის საჯარიმოში.
მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და მიუხედავად საკამათო გადაწყვეტილებისა VAR-ს მითითებებს არ მოუსმინა.
პენალტი რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად აქცია, "ბაიერნმა" 3:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა, ხოლო პენალტის ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"მე მირჩევნია, რომ ასეთი გოლი არ გავიტანო, რათა ხალხს არასამართლიანად დანიშნულ პენალტზე საუბრის საბაბი არ მივცე", - განაცხადა გამოცდილმა შვეიცარიელმა სპეციალისტმა.
"ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში 25 მაისს "ლაიფციგს" შეხვდება.