მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებაზე ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს მიზნები - "ბაიერნს" აქვს გუნდური მიზნები, ხოლო მე ჩემი ინდივიდუალური მიზნებიც მაქვს.
იმისათვის არ დავბრუნებულვარ, რომ გვერდით ვიდგე და ხელები ვუქნიო ფანებს. მინდა, რომ ფეხბურთი ვითამაშო.
ძალიან მადლიერი ვარ. მადლიერება - ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ახლა ჩემს გონებაში ტრიალებს. ვვარჯიშობდი და ვიბრძოდი იმისათვის, რომ მოედანზე კვლავ გავსულიყავი", - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".
არიენ რობენმა სერიოზული დაზიანების გამო დაახლოებით 5 თვე გამოტოვა, მაგრამ გუშინ "ჰანოვერის" წინააღმდეგ მეორე ტაიმის ბოლოს ჩაერთო თამაშში.
ლეგენდარული ჰოლანდიელისთვის ეს "ბაიერნის" შემადგენლობაში ბოლო სეზონია და რობენს სურს, რომ ბოლო მატჩები ჩაატაროს.