მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი, ული ჰიონესი, "ლაიფციგთან" თამაშის შემდეგ საკუთარი გუნდის გაუქმებული გოლით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
"ეს ე.წ. თამაშგარე წლის ხუმრობაა - VAR იმისათვის არის, რომ აშკარა შეცდომები გაასწოროს, ახლა კი პირიქით მოხდა - ვიდეოასისტენტის სისტემა ახალ დონეზე ავიდა!", - აღნიშნა ჰიონესმა.
გერმანიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში "რეკორდმაისტერმა" სტუმრად "ლაიფციგი" ვერ დაამარცხა (0:0) და საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნდა - დორტმუნდის "ბორუსიამ" სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლეონ გორეცკამ გაიტანა, მაგრამ ბურთი VAR-ს საქმეში ჩარევის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. სიტუაცია საკმაოდ საკამათო იყო.
ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენური კლუბი შინ ფრანკფურტის "აინტრახტს" მიიღებს და ტიტულის მოსაგებად ფრეც ეყოფა.