ვინ არის ქალბატონი რომელსაც კოვაჩმა თამაშის დროს აკოცა

ვინ არის ქალბატონი რომელსაც კოვაჩმა თამაშის დროს აკოცა

მიუნხენის "ბაიერნისთვის" ბუნდესლიგის 2018/19 წლების სეზონი საკმაოდ დრამატული და ემოციური გამოდგა.

საჩემპიონო რბოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა და დასკვნით თამაშში "რეკორდმაისტერმა" საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის "აინტრახტი" 5:1 გაანადგურა.

თამაშის მსვლელობისას ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის დროს მიუნხენური გრანდის თავკაცმა, ნიკო კოვაჩმა, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს, ქალბატონ კატლინ კრიუგერს, აკოცა.

გერმანელმა ჟურნალისტებმა ეს კადრი ცხადია აიტაცეს, მაგრამ კატლინ კრიუგერი უკვე წლებია "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

34 წლის გერმანელი "რეკორდმაისტერის" გუნდის მენეჯერი და შიდა სამზარეულოს ორგანიზატორია. ის 2004-09 წლებში "ბაიერნის" ქალთა გუნდის ღირსებას იცავდა, მაგრამ კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია და ახლა კლუბს სამწვრთნელო შტაბიდან ეხმარება.

კატლინ კრიუგერი "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბში 2012 წლიდან მუშაობს და მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.


20-05-2019, 13:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0