მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, გერმანული გრანდის სატრანსფერო გეგმები განიხილა.
"თუ ჩვენს კლუბში რომელიმე მოთამაშე გადმოვა, მაშინ მან გუნდი უნდა გააძლიეროს. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მოთამაშე 2-3 წლის განმავლობაში გავზარდოთ და მან ამის შემდეგ დაიწყოს მაღალ დონეზე თამაში. მან პირველივე მატჩებში უნდა შექმნას განსხვავება.
ჩვენ ორი მოთამაშე უკვე დავიმატეთ. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გრანდიოზული უნდა მოხდეს. "ბაიერნს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს", - განაცხადა ლევიმ.
"რეკორდმაისტერმა" ახალი სეზონისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი უკვე დახარჯა და მსოფლიო ჩემპიონი უნივერსალი მცველები, ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი, გადაიბირა.
ახლა მიუნხენური გრანდი შეტევითი ხაზის გაძლიერებას ეცდება. ზაფხულში კლუბი არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ უნდა დატოვონ.