მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის გაძლიერებამ "მანჩესტერ სიტის" მესვეურებიც გამოაფხიზლა და ისინიც გააქტიურდნენ.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "ქალაქელების" ხელმძღვანელობა ლეროი სანეს დათმობას არ აპირებს და "სიტი" 23 წლის გერმანელ შემტევს ახალი კონტრაქტის თაობაზე გაესაუბრება.
ლეროი სანე "სიტიში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გერმანიაში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. მისით კი მიუნხენური გრანდი სერიოზულად ინტერესდება.
თუმცა "სიტის" უნიჭიერესი გერმანელი გარემარბის გაშვება არ სურს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს მასთან ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად.
ლეროი სანე "მანჩესტერ სიტის" 2016 წელს შეუერთდა "შალკედან" და მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.
23 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.