გერმანიის თასის ფინალური შეხვედრა "ლაიფციგსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ნიკო კოვაჩმა ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეული შეარჩია. საინტერესოა, რომ პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - "ბაიერნის" განაცხადში მოხვდა კორენტენ ტოლისო.
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო, მარტინესი - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
სათადარიგო სკამი: ულრაიხი - რაფინია, ბოატენგი - სანჩეში, ტოლისო - რიბერი, რობენი.
ლაიფციგი: გულაჩი - კლოსტერმანი, კონატე, ორბანი, ჰალსტენბერგი - ადამსი, კამპლი - ზაბიტცერი, ფორსბერგი - პოულსენი, ვერნერი.
სათადარიგო სკამი: მვოგო - უპამეკანო, ჰაიდარა - მუკიელე, ლაიმერი, დემე, კუნია.