მიუნხენის "ბაიერნის" მთვარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
დღეს გერმანიის თასის ფინალურ შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" "ლაიფციგი" 3:0 გაანადგურა და 2016 წლის შემდეგ პირველი დუბლი გაიფორმა.
47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონშივე გაიფორმა "ოქროს დუბლი" და ისტორიულ შედეგსაც მიაღწია.
ნიკო კოვაჩი პირველი ადამიანია, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგა და თასი ერთ სეზონში მოთამაშისა და შემდეგ მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო.
ნიკომ პირველი დუბლი "ბაიერნთან" ერთად 2002/03 წლების სეზონში გაიფორმა.