ბაიერნმა აღიარა რომ კროოსის გაშვება შეცდომა იყო

ბაიერნმა აღიარა რომ კროოსის გაშვება შეცდომა იყო

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, კლუბიდან ტონი კროოსის წასვლა შეაფასა.

"ტონი კროოსის გაშვება? ზოგჯერ რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ რთულია, შესაძლოა არასწორიც", - განმარტა ული ჰიონესმა.

ტონი კროოსი მიუნხენური გრანდის აღზრდილია და "ბაიერნის" პირველ გუნდში 2007-14 წლებში ირიცხებოდა. "რეკორდმაისტერის" მაისურით ტონიმ 234 მატჩი ჩაატარა და 9 ტიტული მოიგო, მათ შორის 2013 წლის ტრებლიც.

2014 წლის ტრიუმფალური მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 24 წლის ტონი კროოსმა "ბაიერნს" ხელფასის მომატება თხოვა, რაზეც მკაცრი უარი და კლუბიდან წასვლის ნებართვა მიიღო.

იმავე წლის ზაფხულში კროოსი მადრიდის "რეალმა" შეიძინა და ტონი "სამეფო კლუბის" წამყვანი მოთამაშე გახდა. გერმანელმა "რეალთან" ერთად ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო, ხოლო "ბაიერნი" ამ პერიოდში ფინალში არ გასულა.


30-05-2019, 13:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0