"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ მიუნხენის "ბაიერნის" პირველ შეთავაზებას ლეროი სანეს თაობაზე უპასუხა.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით "ქალაქელების" მესვეურებმა "რეკორდმაისტერისგან" 80 მილიონი ევროს წინადადება მიიღეს, მაგრამ გერმანული კლუბი უარით გაისტუმრეს.
ინგლისური კლუბი მზად არის 23 წლის გერმანელი გარემარბი გაუშვას, მაგრამ მხოლოდ შესაფერისი შეთავაზების შემთხვევაში.
ახლა მიუნხენური გრანდი სატრანსფერო ღირებულების გაზრდას შეეცდება.
ახლახანს "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, აღნიშნა, რომ ლუკა ერნანდესის შემდეგ კლუბი 80 მილიონიან ან უფრო ძვირადღირებულ ტრანსფერს აღარ განახორციელებს.