გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მომდევნო თამაშებში იოახიმ ლიოვის ასისტენტი უხელმძღვანელებს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბუნდესნაკრების" თავკაცმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს არტერია დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა.
იოახიმი ეროვნულ გუნდს თამაშებისთვის ვერ მოამზადებს, ამიტომ მის ადგილს დროებით მისი ასისტენტი მარკუს ზორგი დაიკავებს.
53 წლის ზორგი გერმანიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში 2016 წლის მარტიდან მუშაობს და ლიოვის მთავარი ასისტენტი გასული წლის ზაფხულიდან გახდა.
გერმანიის ნაკრები, რომელმაც შესარჩევი ციკლის პირველ ტურში სტუმრად ჰოლანდია 3:2 დაამარცხა, 8 ივნისს სტუმრად ბელარუსს შეხვდება, ხოლო 11 ივნისს შინ ესტონეთს მიიღებს.