მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხერდან შაქირიმ, თავისი ოცნების თერთმეტეული შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შაქირის ოცნების გუნდში მოხვდა 4 მოთამაშე, რომელთან ერთადაც ის "რეკორდმაისტერის" ღირსებას იცავდა.
შაქირის გუნდში მანუელ ნოიერმა, ტიაგო ალკანტარამ, ტონი კროოსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვეს ადგილი.
27 წლის შვეიცარიელი "ბაიერნის" რიგებში 2012-15 წლებში ირიცხებოდა და 81 თამაშში 17 გოლი გაიტანა. 2018 წლის ზაფხულში ის "ლივერპულს" შეუერთდა.
ხერდან შაქირის ოცნების გუნდი:
მეკარე: მანუელ ნოიერი
მცველები: დანი კარვახალი, ვირჯილ ვან დეიკი, სერხიო რამოსი, ენდრიუ რობერტსონი.
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ტიაგო ალკანტარა.
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ.