მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, მადრიდის "რეალთან" ამხანაგური დაპირისპირების შემდეგ ტიაგო ალკანტარა შეაქო.
"რეკორდმაისტერმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "სამეფო კლუბი" 3:1 დაამარცხა და 28 წლის ესპანელმა შესანიშნავად იასპარეზა.
მატჩის შემდეგ ტიაგოს მაღალი კლასის თამაშს "ბაიერნის" თავკაცმაც გაუსვა ხაზი: "მას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია. უბრალოდ არ არსებობს რამ, რასაც ის ვერ შეძლებს.
ტიაგოს შეუძლია, რომ თამაშის ტემპი ააჩქაროს ან შეანელოს. მოედანზე ის მთავარი მწვრთნელივით ფიქრობს".