მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ, თავის მომავალს ნათელი მოჰფინა.
"რა თქმა უნდა, ეს სერიოზული აღიარებაა - "ბარსელონას" ინტერესი ჩემთვის დიდი პატივია.
თუმცა ახლა სრულიად "ბაიერნსა" და ამერიკის ტურნეზე ვარ კონცენტრირებული. ახლა მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული", - განმარტა ალაბამ.
27 წლის ავსტრიელს კატალონიური გრანდი სერიოზულად აკვირდება და მას ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავს.
დავიდ ალაბას მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.