მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ვინგერმა, კინგსლი კომანმა, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლის შემდეგ მის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
"რიბერისა და რობენის წასვლის შემდეგ დამატებით ზეწოლას ნამდვილად არ ვგრძნობ. გასულ სეზონშიც ძალიან ბევრი თამაში ჩავატარე და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი.
ახლა უბრალოდ შემადგენლობაში ორით ნაკლები გარემარბი გვყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას უნდა მოვუფრთხილდე და ტრავმებისგან თავი დავიცვა.
ჯერჯერობით საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ ამისათვის ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში იდეალურ ფორმას მივაღწევ", - განაცხადა 23 წლის ფრანგმა.
"რეკორდმაისტერის" ლეგენდებმა კლუბი ამ ზაფხულს დატოვეს და კინგსლი კომანი მთავარი კანდიდატია, რომელმაც მათი დანაკლისი უნდა შეავსოს.
კინგსლიმ გასულ სეზონში სულ 30 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.