აუდის ამხანაგური ტურნირის 1/2 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" თურქული "ფენერბაჰჩე" შინ არ დაინდო და მეტოქე საჩოგბურთო ანგარიშით გაანადგურა - 6:1!
ნიკო კოვაჩმა 4-3-3 ტაქტიკა შეარჩია ოპტიმალური და საუკეთესო თერთმეტეულით.
მიუნხენელები ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და დაიწყეს შეტევები. თურქულ კლუბს დაცვაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა და "ბაიერნმა" მალევე დაიწყო უპირატესობის გოლებში გადაზრდა.
პირველი გოლი 22-ე წუთზე გავიდა - შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა მარჯვენა ფრთაზე ბურთი მოიპოვა და ცენტრისკენ ტიაგო ალკანტარას გადააწოდა. ესპანელმა კი საჯარიმოში ლევანდოვსკის ჩინებული პასი გაუკეთა, პოლონელმა კი ცარიელ კართან დაუგორა რენატუ სანჩეშს, რომელმაც მეორე შეხებით ანგარიში გახსნა - 1:0!
გორეცკას გოლიდან სამ წუთში კი თომას მიულერმა სტუმართა მცველს საჯარიმოში მოპარა ბურთი და თავისი გოლიც გაიტანა - 3:0!
მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი გამოდგა და გუნდებმა ბურთები გაცვალეს. 58-ე წუთზე ნიკლას ზიულემ წინ გრძელი გადაცემა გააკეთა და მიულერმა მეკარის შეცდომით ისარგებლა - 6:0 და ჰეთ-თრიკი!
საბოლოოდ, 6:1 და "ბაიერნი" აუდის თასის ფინალში დამაჯერებლად გავიდა.
აუდის თასის ფინალური მატჩი ხვალ, ჩვენი დროით კვლავ 22:30 საათზე, გაიმართება. მიუნხენური კლუბი ლონდონის "ტოტენჰემს" შეხვდება.