მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ფენერბაჰჩესთან" აუდის თასის 1/2 ფინალური მატჩი შეაფასა.
"რეკორდმაისტერმა" საკუთარ მოედანზე თურქული კლუბი არ დაინდო და 6:1 გადაურბინა. პირველი ტაიმი მიუნხენელებმა 5:0 მოიგეს.
"მინდა, რომ ჩემს გუნდს უდიდესი კომპლიმენტი ვუთხრა. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, მართლაც საკმაოდ კარგი სამუშაო შევასრულეთ.
რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა იციან, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპია და თავი კარგად უნდა წარმოაჩინონ. ამიტომაც ირჯებიან ისინი 100%-თ. ძალიან ბედნიერი ვარ, კონკურენცია დაძაბულია", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
აუდის თასის ფინალში "ბაიერნი" ხვალ, ჩვენი დროით 22:30 საათზე, ლონდონის "ტოტენჰემს" შეხვდება.