მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ლეროი სანეს ნანატრი ტრანსფერისკენ პირველი ოფიციალური ნაბიჯი გადადგა.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ გერმანულმა გრანდმა ინგლისურ კლუბსა და თავად 23 წლის გერმანელს პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნის" ბოსებმა ნიკო კოვაჩის საჯარო განცხადებების გამო "სიტის" მესვეურებს ბოდიში მოუხადეს და იმედი აქვთ, რომ ეს გარემოება ტრანსფერს ხელს არ შეუშლის.
"ბაიერნმა" ლეროი სანეს დამატება სერიოზულად განიზრახა და ამისათვის უახლოეს დღეებში მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს.
ბოლო ინფორმაციით, მიუნხენელებმა "სიტის" ხელმძღვანელობას პირველ წინადადებაში 90 მილიონი ევრო შესთავაზეს.