მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გერმანიის სუპერთასის შეხვედრა შეაფასა.
"რეკორდმაისტერი" "სიგნალ იდუნა პარკზე" პრინციპულ მეტოქესთან 0:2 დამარცხდა და სეზონში პირველი ტიტული დათმო.
"ეს ნორმალური თამაში იყო, კარგი არა, მაგრამ ნორმალური. ორი შეცდომა დავუშვით და დორტმუნდის "ბორუსიამ" ორივე გამოიყენა, საკუთარი შანსები კი გავანიავეთ.
უკმაყოფილო არ ვარ. ეს სეზონის პირველი კონკურენტუნარიანი თამაში იყო და ყველა მოთამაშე არ იყო მზად 90 წუთის სათამაშოდ.
იოზუა კიმიხის და ჯეიდონ სანჩოს ეპიზოდი? ეს მომენტი არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იოზუას ეს განზრახ არ გაუკეთებია", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.