მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა სერიოზულ შარშია - ლეროი სანეს თითქმის ბოლომდე მიყვანილი ტრანსფერი გაუთვალისწინებელი ტრავმის გამო ჩაიშალა, ახლა კი "გეგმა ბ" არის შესამუშავებელი.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Sport1" იტყობინება, რომ გერმანული კლუბის ბოსებმა სია გაფილტრეს და სამი საუკეთესო კანდიდატი შეარჩიეს.
საინტერესოა, რომ გუშინ გაჟღერებული ახალი ვარიანტი ივან პერიშიჩის სახით "ბაიერნმა" საბოლოოდ დაბლოკა, ვინაიდან 30 წლის ხორვატი არაშესაფერისი კანდიდატია.
გერმანული პრესის ინფორმაციით, გამორიცხულია კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი ვინგერის, უსმან დემბელეს, ტრანსფერიც.
ამ მომენტისთვის მიუნხენური გრანდი სამ პრიორიტეტულ მოთამაშეს განიხილავს: ტიმო ვერნერი ("ლაიფციგი"), ჰაკიმ ზიეხი ("აიაქსი") და სტივენ ბერგვეინი ("პსვ").
ამ ზაფხულს მიუნხენური კლუბი ლეგენდარულმა ვინგერებმა, არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ, დატოვეს.