მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ენერგი კოტბუსთან" გერმანიის თასის პირველი წრის თამაშის შემდეგ ივან პერიშიჩის ტრანსფერი დაადასტურა.
"პერიშიჩი დღეს სამედიცინო შემოწმებაზე იყო.
თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მილანში ყველა საჭირო საბუთი გაიგზავნა, მაშინ ის მალე ჩვენი ფეხბურთელი გახდება", - აღნიშნა 47 წლის ხორვატმა.
ივან პერიშიჩი "რეკორდმაისტერს" მილანის "ინტერიდან" 1 წლიანი იჯარით შეუერთდება და "ბაიერნს" სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
30 წლის ხორვატი მიუნხენურ გრანდში სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანს გაუწევს კონკურენციას.