ული ჰიონესის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიუნხენურ გრანდში ოლივერ კანის დაბრუნებაც დადასტურდა.
"რეკორდმაისტერის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ "ბაიერნთან" გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
ცნობილია, რომ 2022 წლის იანვრიდან "ტიტანი" მიუნხენური კლუბის გენერალური დირექტორის პოსტზე კარლ-ჰაინც რუმენიგეს შეცვლის.
ოლივერ კანი "ბაიერნის" ღირსებას 1994-2008 წლებში იცავდა და 632 თამაში ჩაატარა. ოლიმ კლუბთან ერთად 22 ტიტული მოიგო, მათ შორის 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის თასი.
50 წლის გერმანელი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა გერმანულ ტელევიზიებში ექსპერტად მუშაობდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობას დაიკავებს ოლივერ კანი უახლოესი ორი წლის განმავლობაში.