მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული კაპიტანი და მეკარე, ოლივერ კანი, გერმანულ გრანდში დაბრუნებას გამოეხმაურა.
"მინდა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ჩემდამი გამოჩენილი ნდობისადმი მადლობა გადავუხადო.
სულმოუთმენლად, გრძნობითა და ენთუზიაზმით ველოდები ახალ დავალებებს "ბაიერნის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე", - განაცხადა "ტიტანმა".
ოლიმ "რეკორდმაისტერთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კანი კლუბში მუშაობას იანვრიდან დაიწყებს, ხოლო ორ წელიწადში კარლ-ჰაინც რუმენიგეს ადგილს დაიკავებს.
ოლივერ კანი "ბაიერნის" ღირსებას 14 წლის (1994-2008) განმავლობაში იცავდა და კლუბის ნამდვილი სიმბოლოა.