მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ლეგენდარული მიხაელ ბალაკი, "ლივერპულთან" გუშინდელი თამაშის შემდეგ ერთი ფაქტორით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "ენფილდზე" გერმანულმა გრანდმა უგოლო ფრე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ საკადრო პრობლემებისა (სხვადასხვა პრობლემების გამო გუნდს ბოატენგი, გორეცკა, ტოლისო, რობენი ვერ ეხმარებოდნენ) და თომას მიულერის დისკვალიფიკაციის გამო, "ბაიერნის" სათადარიგო სკამი ძალიან შესუსტებული იყო: ულრაიხი, რაფინია, მაი, სანჩეში, შაბანი, დეივისი, რიბერი.
სწორედ ამას გაუსხვა ხაზი მატჩის შემდეგ ბალაკმა: "ისეთ კლუბს, როგორიც "ბაიერნია", მით უმეტეს სეზონის ამ ეტაპზე, ეს არ ეკადრება!
გეგმა იდეალური იყო, მაგრამ გასაოცარია, რომ კოვაჩს ძალიან ცოტა ვარიანტი ჰქონდა. როდესაც მოედანზე მაღალი კლასის გუნდია, ეს ცოტათი უცნაურია", - აღნიშნა მიხაელ ბალაკმა.