მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
გამოცდილმა გერმანელმა გუშინ გუნდის ვარჯიში და ფოტოსესია გამოტოვა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ჟერომი ტურინის "იუვენტუსთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.
დღეს დილით ცნობილმა გერმანულმა ტაბლოიდმა, "Bild-მა", ეს ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ბოატენგი ჯერ კიდევ მიუნხენში იმყოფება.
დღეს 2 სექტემბერია, შესაბამისად დღის ბოლოს გერმანიასა და იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ამიტომ ბოატენგის ტრანსფერს დღის ბოლომდე უნდა ველოდეთ.
ამ ზაფხულს მიუნხენურმა გრანდმა ორი ახალგაზრდა და უნივერსალური მსოფლიო ჩემპიონი მცველი, ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი, დაიმატა.
დაცვაში კონკურენციის გაზრდის გამო გუნდი ჯერ მატს ჰუმელსმა დატოვა, ახლა კი იგივეს გზაზეა ჟერომ ბოატენგი.