ბაიერნმა ფინანსური რეკორდი დაამყარა

ბაიერნმა ფინანსური რეკორდი დაამყარა

2018/19 წლების სეზონი მიუნხენის "ბაიერნისთვის" ეკონომიკური თვალსაზრისით ისტორიაში საუკეთესო გამოდგა.

"ბაიერნის" ფინანსური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეეზენმა, განაცხადა, რომ "რეკორდმაისტერის" წლიური ბრუნვა გასული სეზონის შედეგად 750 მილიონ ევროს შეადგენდა.

"გასული წელი დიდებული გამოდგა. არამხოლოდ სპორტული, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. გაყიდვებიდან 750 მილიონი ევრო აბსოლუტური რეკორდია", - აღნიშნა დრეეზენმა.

საინტერესოა, რომ წინა წელთან შედარებით "ბაიერნის" წლიური ბრუნვის მაჩვენებელი თითქმის 100 მილიონი ევროთი გაიზარდა. 2017/18 წლების სეზონის ბოლოს ეს რიცხვი 657.4 მილიონს შეადგენდა.

ამ ზაფხულს მიუნხენურმა გრანდმა ასევე ისტორიულად ყველაზე დიდი ფული დახარჯა - ბენჟამენ პავარის, ლუკა ერნანდესის, მიკელ კუისანკეს, ივან პერიშიჩის, იან ფეტ არპისა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერები "ბაიერნს" 143,5 მილიონი ევრო დაუჯდა.


4-09-2019, 13:01
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0