ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა პირველი მარცხი იწვნია.
იოახიმ ლიოვის გუნდი ჰამბურგში მთავარ კონკურენტ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან 2:4 დამარცხდა და წარმატებული სერია შეწყვიტა.
პირველი ტაიმი "ბუნდესნაკრებმა" სერჟ გნაბრის გოლით 1:0 მოიგო. მეორე ნახევრის სტარტზე ფრენკი დე იონგმა წონასწორობა აღადგინა, მალევე კი ჯონათან ტამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
ტონი კროოსმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა, რასაც 6 წუთში დებიუტანტი მალენის გოლი და ბოლოსკენ უკვე ვიინალდუმის ბოლო ბურთიც მოჰყვა და "ნარინჯისფრებმა" რევანში აიღეს - 4:2!
გერმანიის ნაკრებს 4 თამაშის შემდეგ 9 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. პირველზე 12 ქულით ჩრ.ირლანდიაა, ხოლო ჰოლანდიას 6 ქულა და ერთი მატჩი აქვს რეზერვში.
გერმანიის ნაკრები მომდევნო ტურში, 9 სექტემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.